logo_geo
eng_logo
იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
- +

30 ოქტომბერი. 2016. 12:41



იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.


„მოვუწოდებთ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 6.6 მაგნიტუდა შეადგინა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner