logo_geo
eng_logo
ფრიდონ საყვარელიძე: რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, გაცილებას მომიწყობენ-მეთქი, მაგრამ...
- +

30 ოქტომბერი. 2016. 13:40


 



რესპუბლიკური პარტიის უკვე ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე სოციალურ ქსელში პარტიიდან წასვლის შესახებ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით,  რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა facebook-ის მეგობრების სიიდან  ამოშალა.


„რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, ერთი სამასკაციან გაცილებას მომიწყობენ-მეთქი, ალბათ, 24-წლიანი ერთგული მსახურების აღსანიშნად და დასაფასებლად, მაგრამ, აგერ, ლევან ბერძენიშვილმა მეგობრებიდან წამშალა.

 

ყოჩაღ ლევან, ძმაო, მა-ლა-დეც. სხვებსაც დაგელოდებით, პარტიულ მეგობრებს და თანამებრძოლებს. არ მოგერიდოთ, დაუნდობლად ამომშალეთ მეგობრების სიიდან, როგორც პარტიის მტერი და მოღალატე. კომენტარები მერე იყოს", - წერს საყვარელიძე.


ფრიდონ საყვარელიძემ რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner