შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში სოფელ ზეღდულეთში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის ალბერტ მერებაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულია თავად ალბერტ მერებაშვილის მამა. არსებული ინფორმაციით, მან კომისიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.