logo_geo
eng_logo
პატრიარქმა მეორე საყოველთაო ჯვრისწერის 16 წყვილი დალოცა
- +

30 ოქტომბერი. 2016. 14:39


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მეორე საყოველთაო ჯვრისწერის 16 წყვილი დალოცა.



ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა.


 

ღმერთმა დაგლოცოთ, საქართველო დალოცოს უფალმა. მსოფლიო დაამშვიდოს, საქართველო დაამშვიდოს უფალმა. ჩვენთა არს ღმერთი", - განაცხადა პატრიარქმა.



უწმინდესმა ტაძარში ხუთი გვარი: გიორგობიანები, მესხელიშვილები, დუდაშვილები, ჯომიდავა და მძევაშვილები დალოცა.



სამების ტაძარში 29 ოქტომბერს მეორე საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა, რომლის დროსაც 16 წყვილმა ჯვარი დაიწერა. დღეს ისინი უწმინდესმა დალოცა.



ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ. ბევრი შვილები მოგცეთ უფალმა", - მიმართა მათ პატრიარქმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner