logo_geo
eng_logo
გენრი დოლიძე: დროა ვისწავლოთ ღირსეული დამარცხება!
- +

30 ოქტომბერი. 2016. 14:52


 


პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა ვისწავლოთ ღირსეული დამარცხება.



ბოლო დროს, ამა თუ იმ კონკურსზე ვერგამარჯვებულები ხშირად საუბრობენ მის ჩაწყობაზე, არაობიექტურობაზე, რომ მისი (ზოგ შემთხვევაში ცნობად ავტორს იყენებენ ფარად) ვერგასვლა ჟიურის ტენდენციურობის ბრალია და .. (მხედველობაში მყავს მონაწილე ავტორები და არა პროფესიონალი კრიტიკოსები) მეგობრებო, როდესაც თქვენი ნაწარმოების წარდგენით პრემიას (კონკურსს) გამოუცხადებთ ნდობას, მერე, როგორც მინიმუმ მორალური უფლება არ გაქვთ თქვენი წარუმატებლობა გადააბრალოთ ორგანიზატორებს და სანდოობაში ეჭვი შეიტანოთ.

უპრიანი იქნება, თავიდანვე განვსაზღვროთ, როგორია ჟიურის შემადგენლობა, რა შანსები გვაქვს და რამდენად დიდია ალბათობა მიუკერძოებლობის. თუ აგზავნი ნაწარმოებს ისიც უნდა დაუშვა, რომ თუნდაც სუბიექტურად, შემფასებელს შეიძლება არ მოეწონოს. ყველაფერი გემოვნების საკითხია და არ არის ტრაგედია, თუ თქვენს კონკრეტულ ტექსტს სხვისი კონკრეტული ტექსტი ამჯობინეს კონკრეტულმა ადამიანებმა კონკრეტულ სიტუაციაში.

ამ ბოლო ათ დღეში ორი მნიშვნელოვანი პრემიის ფინალში მოვხვდი, თუმცა ვაღიარებ, რომ გამარჯვებულთა ტექსტი ჩემს კონკრეტულ ლექსებს სჯობდა და ეს სულაც არ მაყრევინებს ფარხმალს! ვიწყებ ახალ ეტაპს შემოქმედებაში.

დროა ვისწავლოთ ღირსეული დამარცხება არჩევნებში, სპორტში, ლიტ-კონკურსებში, ბიზნესში და მიზეზები საკუთარ თავში ვეძიოთ!!!" - წერს დოლიძე „facebook"-ზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner