თურქეთში, 10 131 საჯარო მოსამსახურე ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდების საფუძველზე, სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულთა შორის ათასობით ჯანდაცვისა და განათლების სისტემის წარმომადგენელია.
16 ივლისის ღამეს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიელების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით კი, დააკავეს.
თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად, აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ასახელებს.