ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ფერსის საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის" კორდინატორი ზურაბ ცუცქირიძე ახალციხის შსს-ს რაინულ სამმართველოში გადაიყვანეს.
ზურაბ ცუცქირიძის პოლიციაში გადაყვანის მიზეზი ჯერ უცნობია.
ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი კი, აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს და მისთვის გაურკვეველია, რა მიზეზით იქნა დაკავებული მათი კოორდინატორი.
ამასთან, ახალციხეში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.