logo_geo
eng_logo
რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა - გიორგი უძილაური კომენტარს აკეთებს
- +

30 ოქტომბერი. 2016. 15:23


 

„ნაციონალების" დღევანდელ გეგმაშია მეტი ასეთი ეფექტური კადრების გამოჩენა ტელეეთერებით და საკუთარი თავის ეფექტური ვიქტიმიზაცია უცხოეთის თვალში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს და აქვე „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, ალბერტ მერებაშვილის ფოტოს აქვეყნებს.


„ილეთი მარტივია: უბანთან მიდის ჯანიანი „ნაციონალი" და იწყებს გინებას ან ფურთხებას „ოცნების" წარმომაგენლების მისამართით მანამ, სანამ ამ უკანასკნელთაგან რომელიმეს ნერვები არ უმტყუნებს და პასუხს არ გასცემს. როგორც კი მიზანი მიღწეულია, "მსხვერპლს" მიაქანებენ „ნაციონალების" შტაბში, მეტი ეფექტისთვის ტალახს წაუსვამენ, სასწრაფოს გამოიძახებენ და კამერებზე გადაიღებენ. შემდეგ კი ამ ეფექტური სახით კომენტარსაც გააკეთებინებენ. ეს ილეთი დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით 18:00 საათის შემდეგ. ამიტომ, თუ გვინდა არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს, ნაციონალების გინებებსა და ფურთხებაზე რეაგირება არ უნდა იყოს", - წერს უძილაური.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner