თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ქვეყნის პარლამენტის წევრები სიკვდილით დასჯის აღდგენის კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
მისი თქმით, ის დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს.
თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონპროექტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
თურქეთის პრეზიდენტის გნცხადებით, დასვალეთის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე კრიტიკას ყურადღებას არ მიაქცევს.
„ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, - ეს ხალხის აზრია", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
სიკდილით დასჯის აღდგენის საკითხი თურქეთში ივლისში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დადგა დღის წესრიგში.