დიდუბის 53-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია", უბნის გარეთ ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერზე ღიად დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება. ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.
„სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და 30 წლამდე მამაკაცმა, რომელიც აცხადებდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო, ცივი იარაღით დაჭრა ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი", - ნათქვამია „პრაიმტაიმის" მიცერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს" დიდუბის 53-ე უბანზე, დამკვირვებელმა ნინო გოგიტიძემ დაუდასტურა.
ამ დროისთვის დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და მას უმუშავდება ჭრილობა.