„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი „ნაციონალური მოძრაობის" დროშიანი ქოლგის გამო კანონდარღვევაში დაადანაშაულეს.
ბათუმში, საარჩევნო უბანზე მისულ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თეა ვარშალომიძეს საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ უბნის დატოვება მოსთხოვა, რადგან ის საარჩევნო აგიტაციაში დაადანაშაულა. „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომრიანი ქოლგით მივიდა.
შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტს ურჩია, ქოლგა საარჩევნო უბნიდან გაეტანა.