logo_geo
eng_logo
პატრიარქი შესაძლოა რუსეთში გაემგზავროს
- +

30 ოქტომბერი. 2016. 17:48


 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შესაძლოა რუსეთში გაემგზავროს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე გერასიმემ (შარაშენიძემ) განუცხადა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, გაემგზავრება თუ არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთში, სადაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის დაბადების 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.



მიიღებს თუ არა უწმინდესი საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას, ორშაბათს უფრო დაზუსტებით გვეცოდინება", - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ.



გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილი მეორის რუსეთში ვიზიტი 18 ნოემბერს იგეგმება.


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი 1946 წლის 20 ნოემბერს ლენინგრადში დაიბადა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner