დიდუბის 53 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის მიერ „ქართული ოცნების" მხარდამჭერის დაჭრის ფაქტს, შსს-ში არ ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით ასეთ შემთხვევას აღნიშნულ უბანზე ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „პრაიმტაიმნიუსს" დიდუბის 53-ე უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა ნინო გოგიტიძემ ინფორმაცია მიაწოდა, რომ საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა.
მისი ინფორმაციით, დიდუბის 53-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, უბნის გარეთ „ქართული ოცნების" მხარდამჭერზე ღიად დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც 30 წლამდე მამაკაცმა, რომელიც აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო, ცივი იარაღით დაჭრა „ქართული ოცნების" მხარდამჭერი.