ქედის რაიონის სოფელ ვაიოს მე-12 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, ნეფე-პატარძალი მივიდა. ისინი ხმის მიცემის კაბინაში ერთდროულად შევიდნენ.
როგორც „ინფო 9"-ს აჭარის რეგიონიდან აცნობეს, შესაძლოა, აღნიშნული ფაქტის გამო, საარჩევნო უბნის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ამასთან, როგორც ირკვევა, პატარძლის მეუღლე აღნიშნულ უბანზე არ იყო რეგისტრირებული.
„საარჩევნო კაბინაში თამარ ტეტემაძე -კაბინაძეს მეუღლეც შეყვა, შედეგად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქედის საარჩევნო ოლქში განმარტეს, რომ ფაქტზე შესაბამისი ზომები გატარდება და არ არის გამორიცხული, საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისროს", - აცხადებენ თვითმხილველები.