logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: უახლოეს პერიოდში რუსეთი კავკასიის ქვეყნების შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევას გააძლიერებს
- +

18 მარტი. 2016. 14:32



სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი საქართველოში და ზოგადად კავკასიის რეგიონში გააქტიურებას აპირებს და შეეცდება, პირდაპირ ჩაერიოს კავკასიის ქვეყნების შიდა საქმეებში. როგორც მაისაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ფაქტზე გრიგორი კარასინის მუქარაც მეტყველებს. მაისაია რუსული მხარის გააქტიურებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ელოდება.

 

„რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა და ჩართულობა კავკასიაში. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანის მიმართულებითაც რუსეთი აძლიერებს თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას. კარასინის მუქარა საქართველოს მიმართ მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, რუსეთი უახლოეს პერიოდში გააძლიერებს პირდაპირ ჩარევას კავკასიის ქვეყნების შიდა საქმეებში. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დუღილის ტემპერატურა უფრო აიწევს და ერთი-ორად გაიზრდება რუსეთის მიერ ასეთი ჩარევის ალბათობის შანსები", - განაცხადა მაისაიამ.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner