შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება. აღნიშნული პოსტით თეა პერტაია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
„ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება!
ბევრმა ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ხანდაზმულ ადამიანს, წინასწარი მონაცემებით, მისივე ოჯახის წევრები პნევმატური იარაღიდან ესვრიან...
ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევა, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს - გზავნილი პოტენციური მოძალადეებისთვის!" - წერს პერტაია „facebook"-გვერდზე.