logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება!
- +

30 ოქტომბერი. 2016. 18:36


 



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება. აღნიშნული პოსტით თეა პერტაია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.



„ოჯახში ძალადობის ყველა სავარაუდო ფაქტზე შსს- მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება!

 

ბევრმა ნახა ვიდეოჩანაწერი, სადაც ხანდაზმულ ადამიანს, წინასწარი მონაცემებით, მისივე ოჯახის წევრები პნევმატური იარაღიდან ესვრიან...

 

ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევა, შესაბამისად, გადაკვალიფიცირდა 126- პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს - გზავნილი პოტენციური მოძალადეებისთვის!" - წერს პერტაია „facebook"-გვერდზე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner