logo_geo
eng_logo
ილია მეორე ვლადიმირ პუტინთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრებს
- +

30 ოქტომბერი. 2016. 18:51


 



18 ნოემბერს, მოსკოვში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება.


საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაიმართება საუბარი.


„უწმინდესი რუსეთის პარტრიარქის მიწვევით მიბრძანდება. 61 წლის იუბილე აქვს რუსეთის პატრიარქს და ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ ჩვენ პრობლემებს მივხედოთ. აუცილებლად იქნება საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც", - განაცხადეს საპატრიარქოს პრესსამსახურში.


პრესსამსახურის ინფორმაციით, უწმინდესი მოსკოვში რუსეთის პატრიარქის მიწვევით მიბრძანდება.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner