logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ამ მასშტაბის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დღეს არსებული სასჯელი ლოიალურია!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

18 მარტი. 2016. 14:33



„უნდა მოხდეს უცხოური ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თუ როგორი მეთოდებით და რა საკანონმდებლო ინიციტივებით ცდილობენ მსგავსი ფაქტების აღკვეთ", - განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" აკეთებს:


საქართველოს პარლამენტში გაიმართა ადამინის  უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც მონაწილეობას იღებდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ერთობლივი რეკომენდაცია და მიმართავენ საქართველოს მთავრობას.  ჩვენ, „ახალგაზრდულმა ცენტრმა" კიდევ ერთელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ვგმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს და მივიჩნევთ - ეს არის ყოვლად ამორალური საქციელი! მსგავსი ფაქტი მიუღებელია განვითრებული საზოგადოებისა და ქვეყნისათვის. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, ეს ფაქტი მაქსიმალურად სწრაფად იქნას გამოძიებული. ასევე, მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები, შექმნან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, მოწვეულ იქნაექსპერტები, რომელთაც მსგავს საქმეებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია, ერთი მხრივ, ეს დაეხმარა გამოძიებას, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს საქმის გახსნა, ხოლო მეორე მხრივ, უცხოელი სპეციალისტების გვერდით კვალიფიკაციას აიმაღლებენ ქართველი გამომძიებლები. ასევე მიგვაჩნია, აუცილებელია სასჯელის გამკაცრება! მსგავმაშტაბის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში  დღეს არსებული სასჯელი ზედმეტად ლოალურია. ასევე, უნდა მოხდეს უცხოური ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თუ როგორი მეთოდებით და რა საკანონმდებლო ინიციტივებით ცდილობენ მსგავსი ფაქტების აღკვეთ", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner