ავტორი ნინო ჯიბუტი
„უნდა მოხდეს უცხოური ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თუ როგორი მეთოდებით და რა საკანონმდებლო ინიციტივებით ცდილობენ მსგავსი ფაქტების აღკვეთას", - განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" აკეთებს:
„საქართველოს პარლამენტში გაიმართა ადამინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც მონაწილეობას იღებდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ერთობლივი რეკომენდაცია და მიმართავენ საქართველოს მთავრობას. ჩვენ, „ახალგაზრდულმა ცენტრმა" კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ვგმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს და მივიჩნევთ - ეს არის ყოვლად ამორალური საქციელი! მსგავსი ფაქტი მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისა და ქვეყნისათვის. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, ეს ფაქტი მაქსიმალურად სწრაფად იქნას გამოძიებული. ასევე, მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები, შექმნან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, მოწვეულ იქნან ექსპერტები, რომელთაც მსგავს საქმეებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია, ერთი მხრივ, ეს დაეხმარა გამოძიებას, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს საქმის გახსნა, ხოლო მეორე მხრივ, უცხოელი სპეციალისტების გვერდით კვალიფიკაციას აიმაღლებენ ქართველი გამომძიებლები. ასევე მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სასჯელის გამკაცრება! მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დღეს არსებული სასჯელი ზედმეტად ლოალურია. ასევე, უნდა მოხდეს უცხოური ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თუ როგორი მეთოდებით და რა საკანონმდებლო ინიციტივებით ცდილობენ მსგავსი ფაქტების აღკვეთას", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.