logo_geo
eng_logo
ცესკო: მთაწმინდის ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა ეჭვს იწვევს
- +

30 ოქტომბერი. 2016. 19:52



მთაწმინდის ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა იწვევს ეჭვს და ტოვებს ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებას", - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.


დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია მთაწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის უბნებზე მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლის შესახებ. აღნიშნული ერთეული ფაქტები დაფიქსირდა როგორც ისნის, ასევე ფოთისა და ქუთაისის მაჟორიტარულ საარჩევნო უბნებზე. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი მასობრივი ფაქტები, კონკრეტულად კი, საუბარია მთაწმინდის ოლქზე, იწვევს ეჭვს და ტოვებს ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის შემდეგ მარკირება ხელზე ჰქონდათ, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონმდებლობის თანახმად, არც ერთ მათგანს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner