logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: საოცარი ამბები ხდება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე
- +

30 ოქტომბერი. 2016. 13:15



 

 

„საოცარი ამბები ხდება ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე. FBI-მ გუშინ კონგრესს შეატყობინა, რომ ანახლებს გამოძიებას ჰილარი კლინტონის პირად მიმოწერაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე წერს.

 

„ჰილარი კლინტონის შტაბმა ამ ამბავს „ექსტრაორდინარული"(!) უწოდა.

 

ასევე გაირკვა, რომ რუსი ჰაკერები არაფერ შუაში ყოფილან და ჰილარის შტაბის უფროსს, პოდესტას, უბრალოდ ტელეფონი დაუკარგავს.

 

„ვიკილიქსმა" გამოაქვეყნა უტყუარი მტკიცებულებები, რომ არჩევნების ბედი წინასწარ წყდება და არჩევნები შოუა ამ გადაწყვეტილების გასაფორმებლად.

 

ერთი რამ ცხადია, რომ ეს შოუ ვეღარ გაგრძელდება ამ ფორმებით და ამ არჩევნებს ძალიან არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოსათვის.

 

ჩვენი ლიბერალური მედია სრულიად მორჩილად მიყვება იდეოლოგიურ შტამპებს, რომელსაც ლიბერალური ინტერნაციონალი კვებავს.

 

არადა, ეს იდეოლოგია თავის ბოლო დღეებს ითვლის, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს თვალწინ კვდებოდა კომუნისტური იდეოლოგია.

 

ხელისუფლება კი დღედაღამ უნდა ფიქრობდეს იმ საფრთხეების პრევენციაზე, რომელიც შეიძლება საქართველოს დაემუქროს გლობალური ცვლილებების შედეგად", - წერს სოსო მანჯავიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner