logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ხომ გეუბნებოდათ ოდესელი ბელადი, ნუ შობით მეორე ტურსო? არ დაუჯერეთ და...
- +

30 ოქტომბერი. 2016. 21:25


 


 

„ხომ გეუბნებოდათ ოდესელი ბელადი, ნუ შობით მეორე ტურსო? არ დაუჯერეთ და ეს შედეგი მიიღეთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს და აქვე აღნიშნავს, რომ სამეგრელოში „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები წააგო.

 

„სამეგრელოში, სადაც ყველაზე მეტად იმუქრებოდით, პირწმინდად წააგეთ, იმერეთი წააგეთ, კახეთი წააგეთ, თბილისი წააგეთ... მაგრამ ეს არაა მთავრი, თქვენი პარტიაც წააგეთ და თქვენი ბელადის ნდობაც. ბელადის გარეშე კი გამოჩნდა, რისი გამკეთებლებიც ხართ. ვერ ვიტყვი გამიკვირდა ან მეწყინაო მაგრამ ცოტა უფრო მეტს ველოდი აქამდე ძლევამოსილი მგრგვინავი ჯალათების პარტიისგან", - წერს უძილაური.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner