logo_geo
eng_logo
მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
- +

30 ოქტომბერი. 2016. 21:43



მარნეულში ჭანდარის 86-ე უბანზე „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.


ისინი ურთიერთბრალდებებით მიმართავდნენ ერთმანეთს და არჩევნების გაყალბების მცდელობასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდნენ.


86-ე საარჩევნო უბანზე სოზარ სუბარი, თამაზ ნავერიანი, გიგა ბოკერია და ოთო კახიძე მივიდნენ. ორივე მხარის თქმით, მიუვიდათ ინფორმაცია, რომ ამ უბანზე იყო გარკვეული დაძაბულობა და დამკვირვებლების უბნიდან გაძევების მცდელობა. თუმცა მხარეების ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner