logo_geo
eng_logo
დაპირისპირება პარლამენტში
- +

18 მარტი. 2016. 14:58


დაპირისპირება პარლამენტში - „ნაციონალური  მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას დღეს მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ნუგზარ წიკლაურმა კონსტიტუციაში  ქორწინების შესახებ  ჩანაწერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ საკითხის წინ წამოწევით აღიარებს საკუთარ კრახს.


„ქართული ოცნება" ამ თემას ახლა აჟიოტაჟის საგნად იყენებს.  ეს არის სწორედ იმ კრახის აღიარება, რომელიც მათ გამოიჩინეს ეკონომიკაში,  საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით.   ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მაგრამ  ამ საკითხებით აპელირება ხაზს უსვამს, რომ მმართველმა  პოლიტიკურმა ძალამ აღიარა კრახი ყველა მიმართულებით", - აღნიშნა წიკლაურმა.


უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ნუგზარ წიკლაურის ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.


მხარეებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიმართა და ნუგზარ წიკლაურს ადგილზე დაბრუნება მოსთხოვა.


ასევე, კიდევ ერთი დაპირისპირება უმრავლესობის წევრს გიგა ბუკიასა და უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილს შორის მოხდა. დეპუტატების დაწყნარება მანდატურებმა მოახერხეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner