logo_geo
eng_logo
20:00 საათის მონაცემებით,არჩევნებში მონაწილოება 929 265 ამომრჩეველმა მიიღო
- +

30 ოქტომბერი. 2016. 22:05


 


ცესკო-ს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე მაჟორიტარულ ოლქში 37.5% შეადგინა, რაც 929 265 ამომრჩეველია.


ყველაზე აქტიური მთელი დღის განმავლობაში იყო მცხეთა. მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში საბოლოო მონაცემებით, აქტივობა არის 62.53%. ასევე აქტიური იყო ახალციხე/ადიგენი, სადაც საბოლოო მონაცემებით, აქტივობამ 56.27% შეადგინა და ლანჩხუთი/ჩოხატაური - 52.27% აქტივობით.


50.28% თელავი/ყვარელი და გურჯაანი 50.42%. ეს არის ის ოლქები, სადაც აქტივობის 50%-ზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.


ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქი იყო გორის #41, სადაც მეორე ტურში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 21.84%მა მიიღო. პასიური იყო ასევე ზუგდიდის #65 ოლქის ამომრჩეველი, სადაც 20:00-ის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი მხოლოდ 25.64%-მა დააფიქსირა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner