logo_geo
eng_logo
პუტინმა კარასინი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხებში ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა
- +

18 მარტი. 2016. 15:01



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ 2015 წლის 18 თებერვალს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხების განხილვისას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა.



პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.


ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება, რომელიც დსთ-ის ქვეყნებთან საზღვრებზე საფრთხეებზე სწრაფი რეაგირებისთვის ექსპერტების ერთობლივი ჯუფების მოქმედებებს განსაზღვრავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner