logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სავარაუდოდ, მოვიგებთ 45 საარჩევნო ოლქს
- +

30 ოქტომბერი. 2016. 22:20


 

 

„სავარაუდოდ, ჩვენ მოვიგებთ ყველა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას" ვუპირისპირდებით - ასეთია 45 საარჩევნო ოლქი", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.


მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს აძლევს წინასწარი მონაცემები, რომლებსაც მათი წარმომადგენლები საარჩევნო ოლქებიდან აწვდიან.


„არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, არის „ქართული ოცნების" დამსახურება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2013 წელს, მერე 2014 წელს, ახლა უკვე 2016 წელს ჩვენ შევძელით და ჩავატარეთ სამართლიანი, მშვიდობიანი, კორექტული არჩევნები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner