logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას კომიკურს უწოდებს
- +

30 ოქტომბერი. 2016. 22:22


 



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, 400 ბიულეტენის ჩაყრის შესახებ, კომიკურს უწოდებს. ამის შესახებ კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ორი კომიკური ვიდეომასალა გაავრცელა.


„პირველ შემთხვევაში საუბარი იყო, თითქოს ადამიანის მოქრთამვაზე და თავები არ უჩანდათ ადამიანებს. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი და კომენტარის გაკეთება შეუძლებელია ასეთ ვიდეომასალაზე. მეორე შემთხვევაში, ადამიანი ამაყად საუბრობს იმაზე, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ესეც ბუნებრივია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner