საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს ხელოვნურს უწოდებს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
„ამ აჟიოტაჟის ერთადერთი ავტორები იყვნენ „ნაციონალები" და ის ე.წ. ექსპერტები, რომლებიც პირდაპირ არიან ასოცირებული „ნაცმოძაობასთან". 4 წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ წინ შეგვიძლია წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამბიცია, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ჩვენი ამბიცია წინსვლაა და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს", - განაცხადა კობახიძემ პირველი არხის ეთერში.