logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: დამმალეთ სადმე, ხალხი არა ხართ?!
- +

30 ოქტომბერი. 2016. 21:00


 


ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის facebook-პოსტი:



ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს არჩევნების ტოტალური გაყალბება "ქართული ოცნების" წევრებმა და მომხრეებმა საარჩევნო უბნებზე დილიდანვე დააყენეს სისხლის გუბეები! ისვრიან ქვებს, ხელკეტებით აუპატიურებენ ამომრჩევლებს, უკეტავენ წყალს, გაზს და უთიშავენ დენს!

გაზი მიუერთეს სპეციალურად გამზადებულ ბანაკებს, სადაც შეყრილი ჰყავთ "ნაციონალების" მომხრე პატრიოტები და გუდავენ ეტაპობრივად. გაგუდულებს აძრობენ ვერცხლისა და ოქროს კბილებს. მსუბუქად მოგუდულებს აჭრიან შინაგან ორგანოებს და სვამენ სისხლს!

"ევროპის სახალხო პარტიამ" ეს ყველაფერი უკვე დააკვალიფიცირა, როგორც არნახული ვამპირიზმი! ქალაქ ჯანდაბაში გაქცეული მეგის ქარდავა გამოთქვამს აღშფოთებას და შუშაბანდებში მოთავსებულ ვანო მერაბიშვილთან ერთად აცხადებს: თუ არ შეწყდება ქართველი ხალხის გენოციდი და წამება, დაიწყებენ უვადო შიმშილობას კი არადა... თავიანთი ბებიების იმის ჭამას!
თბილისის თავზე ფრიალებს "ქართული ოცნების" მუქი ლურჯი დროშა, რომელზეც გამოსახულია თავის ქალა და ორი ცალი კანჭის ძვალი!
ვაიმეეეეე... დამმალეთ სადმე, ხალხი არა ხართ?!", - წერს ზედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner