logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ელისაშვილი საინიციატივო ჯგუფის „თბილისის ტრამვაი“ წარმომადგენლებს შეხვდა
- +

18 მარტი. 2016. 15:08



დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი საინიციატივო ჯგუფის „თბილისის ტრამვაი" წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა პრეზენტაცია - „ქალაქი ტრამვაით და ტრამვაის გარეშე" წარმოადგინეს და აღნიშნული ტრანსპორტის უპირატესობებზე ვრცლად ისაუბრეს. კერძოდ, მხარეებმა ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს, როგორებიცაა: დედაქალაქში ავტობუსების ტრამვაით ჩანაცვლება, ეკოლოგიურობა, ეკონომიურობა, უსაფრთხოება და  გამტარიანობა.


ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე სამომავლოდ, ბიუჯეტის დაზოგვის კუთხითაცაა მნიშვნელოვანი.


დღესვე, მხარეებმა ასევე უცხოური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზეც იმსჯელეს.


დასასრულს, ორგანიზაციასთან  ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით უფრო მასშტაბური შეხვედრა დაიგეგმა, სადაც „თბილისის ტრამვაი"  საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს.


დეპუტატის თქმით, აღნიშნული შეხვედრა, რომელიც დისკუსიის ფორმატში უნდა ჩატარდეს, თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner