logo_geo
eng_logo
ჭიათურაში სულხან მახათაძემ გაიმარჯვა
- +

30 ოქტომბერი. 2016. 23:37



არჩევნების მეორე ტურში ჭიათურის #56 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა სულხან მახათაძემ გაიმარჯვა.


როგორც „რეპორტიორს" ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, არჩევნებზე მისული 18522 ამომრჩევლიდან მახათაძეს ხმა 11 666-მა მისცა.


„თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი კი 6490 ხმით დამარცხდა.


არჩევნებმა ჭიათურაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დღის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner