logo_geo
eng_logo
არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმების 50%-ზე მეტი უკვე დათვლილია
- +

31 ოქტომბერი. 2016. 00:46



ამ დროისთვის დამუშავებული და დათვლილია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, სულ 1250 უბნის მონაცემები. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად შემოდის შემაჯამებელი ოქმები. უკვე 22,00  საათიდან ოქმები მუდმივად ქვეყნდება ცესკო-ს სპეციალურ საიტზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.


ვინაიდან არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა, თითეული უბნის შედეგს შესაძლოა, ჰონდეს გადამწვყეტი მნიშვენლობა.  აქედან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებისათვის საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს, როცა თითქმის ყველა უბნის შედეგი ყველა მაჟორიტარულ ოლქში დაითვლება. ამ ეტაპისათვის, ოპერატორების მიერ დამუშავებული და დათვლილია შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, სულ 1250 უბნის მონაცემები. მიმდინარეობს წინასწარი მონაცემების ვევგვერდზე გამოქვეყნების პროცესი და ყველას  აქვს შესაძლებლობა, იხილოს პირველადი მონაცემები 50-ვე ოლქში",-აღნიშნა მიქელაძემ.



მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაუგაულსა და ბოლნიში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური, ასევე ლაგოდეხსა და სენაკში შუალედური არჩევნების წინასაწრი შედეგების გამოქვეყნება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner