logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პრობლემაა!
- +

18 მარტი. 2016. 14:10



„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ კაიკაციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები" უახლოეს მომავალში გიორგი პაპუაშვილის საქმესთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებას უახლოეს მომავალში წარადგენს.

 

„გიორგი პაპუაშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრობლემაა. რადგან იგი თავისი წარსულით და მასთან დაკავშირებული სადავო ქონებით დღეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას და დამოუკიდებლობას. მოსამართლის უღირსი ქცევა სხვა არაფერია, თუ არა ის სამართლებრივი დავა, რომელიც გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, გიორგი პაპუაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკთხი დგება, როდესაც მის ქმედებებში დასაბუთებულად შეიძლება გაჩნდეს მოსამართლის უღირსი ქცევა. მაშინ, როდესაც სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 29 თებერვალს გიორგი პაპუაშვილის, როგორც  ევროსასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის მიმართ უნდობლობის გამოცხადება სწორედ მოსამართლის უღირსი საქციელის კონტექსტში განიხილა, სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში არსებული მუხლის დარღვევა. ჩვენ, „ახალგაზრდა ადვოკატები", ვაპირებთ, ამ საქმესთან დაკავშირებით კვალიფიციური შეხედულება, დასკვნა წარმოვადგინოთ", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner