logo_geo
eng_logo
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვრის თბილისური გამოფენა
- +

18 მარტი. 2016. 15:30



2016 წლის 9 მარტს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა „მომა თბილისი" წარმოადგინა ქართველი შემოქმედის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები, ახალი კატალოგი და მხატვრის ფონდი „ბიზონი".



გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის შემოქმედება 1985 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებიდან. 200 -ზე მეტი ნამუშევარი, ასევე ფოტო და საარქივო დოკუმენტები.



მხატვარმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ხელოვნების საერთაშორისო ბაზარზე. გამოფენის ექსპონირება იგეგმება სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ხელს შეუწყოფს საქართველოს კულტურისა და ხელოვნების მსოფლიო პოპულარიზაციას.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner