logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
- +

31 ოქტომბერი. 2016. 10:37


შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 1037 აბი „სუბუტექსი", 355 გრ ჰეროინი, 3,6 კგ კოკაინი, 4 კგ მარიხუანა, ასევე, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები უახლესი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.



სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.



ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner