მსახიობი ქეთევან კიკნაძე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
„ბატონო ბიძინა! მოგმართავთ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მინდა, მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ, იმისათვის, რომ მრავალი სნეული დღეს ფეხზე დგას თქვენი კეთილშობილების ხარჯზე. მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც საერთოდ გასწიეთ თქვენი ქვეყნისთვის, დღეს ჩვენი შვილები გამთბარ და გარემონტებულ სკოლაში დადიან.
რამდენმა ღარიბმა ადამიანმა სული მოითქვა, რომ დღეს გადასახადები აღარ არის ბაგაბაღებში.
უთვალავი ეკლესია-მონასტერი აღდგენილია, პირჯვარს ვიწერთ იქ და ერთი სანთელი, ყოველთვის თქვენთვის ანთია. ჭეშმარიტი მამულიშვილი ყოველთვის მადლიერი იქნება, თუნდაც ის, ვისაც პირადად არ განუცდია, თქვენი პატივისცემა, მასში ხომ დიდსულოვნებაა დასაფასებელი. დრო ყველაფერს ადგილზე დასვამს, თქვენი კვალი და ღვაწლი მუდამ დარჩება, ხოლო ბრალი მისი, ვისი კვალიც გაქრება, ხოლო თქვენი ღვაწლი და კვალი მუდამ დარჩება, როგორც შუქურა, მანათობელი, რათა ჭიაღუას ფეხი არ დაადგას", - ნათქვამია ქეთევან კიკნაძის მიმართვაში.