ნანა ლეჟავა ახალი სეზონიდან „იმედის" საინფორმაციო გამოშვება „რვიანს" ლევან ჯავახიშვილთან ერთად წაიყვანს.
ნანა ლეჟავას საინფორმაციოში გადასვლაზე დიდი ხანია საუბრობენ, ახალი სეზონიდან კი, „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, საუბრები რეალობად იქცევა.
„პრაიმტაიმი" ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ცვლილებებია სხვა ტელევიზიებშიც. „მაესტროს" ეთერში პოლიტიკური გადაცემები აღარ გავა და არხი სრულიად გასართობი გახდება.
როგორც ჩანს, მედიაბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, თუმცა ახალ სეზონამდე დიდი დროა დარჩენილი და ეს მოცემულობა შესაძლებელია, შეიცვალოს.