„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ესეც ასე! „ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში. მსგავსი დემოკრატიული, მშვიდი, გამჭვირვალე წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები არ ჩატარეულა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში.
პოლიტიკური ველი მოსუფთავდა. დაიწყო დიდი განახლების პროცესი.
საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება იმის გარანტი, რომ ნებისმიერი რეფორმა იქნება სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებული და არა ერთი ადამიანის ვნებებზე, როგორც ეს იყო 2012 წლამდე.
გილოცავთ!!! დადგა რეალური ცვლილებების, რეალური რეფორმების და რეალური, ევროპული 21-ე საუკუნის პოლიტიკის დრო!!!" - წერს ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში.