მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „facebook"-გვერდზე თამარ კორძაიას პასუხობს.
„იდენტობის" მოთხოვნა, გააპროტესტოს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი, სრულებით მისაღებია" - თამარ კორძაია.
ეს გახლავთ საბოლოოდ ნიღბის ჩამოხსნა ქართველთმოძულე „რესპუბლიკელებზე". უფრო მეტსაც გეტყვით. აბსოლუტურად სანდო წყაროს ინფორმაციით, ჰომოსექსუალთა აქციებს, რომელიც მიმართულია ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი შესწორების წინააღმდეგ, ფარულად კოორდინაციას უწევს, ორგანიზებას უკეთებს და აფინანსებს რესპუბლიკური პარტია და „ნაცმოძრაობის" ე.წ. ბოკერიას ჯგუფი. ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეთა დღევანდელი აქციაც ქუთაისში ბოკერია-ხიდაშელის ტანდემის მიერაა ორგანიზებული. „რესპუბლიკელები" გახლავთ დღევანდელი ხელისუფლების და კოალიცია „ქართული ოცნების" სირცხვილი, თითოეული დღე მათი წარმომადგენლების მინისტრების პოსტებზე ყოფნისა გახლავთ უდიდესი საფრთხის შემცველი. უზნეობის, ამორალურობის პროპაგანდა სწორედ „რესპუბლიკელებისგან" მოდის და მათი უმთავრესი ამოცანაა, მომავალ პარლამენტში დააკანონონ ერთსქესიანთა ქორწინება. ჩემი სახელმწიფო მინისტრის მოადგილეობის პერიოდში მქონდა მუდმივი ბრძოლა სწორედ „რესპუბლიკელებთან", რადგან ისინი მუდმივად ილაშქრებდნენ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, უფრო მეტიც, დავით ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და თამარ კორძაია ახალისებდნენ „იდენტობის" მაშინდელი ხელმძღვანელის საქმიანობას ეკლესიის წინააღმდეგ და როგორც ჩემთვის სარწმუნო წყაროებიდან იყო ცნობილი, პროპაგანდა, რომ პატრიარქი თითქოს არის რუსეთის კაცი და საქართველოს ნომერ პირველი მტერი, სწორედ „რესპუბლიკელებისა" და ბოკერიასგან მოდიოდა, რომელიც შემდეგ ვაჭარაძეს გაახმოვანებინეს. მოძრაობა „ეროვნულები" პირობას ვდებთ, რომ ბოკერია-„რესპუბლიკელების" ქართველთმოძულეთა ტანდემს რადიკალური ღონისძიებებით დავუპირისპირდებით და მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას, მთელ ქართველ ერს, რომ ერთობლივი მოქმედებებით გავნდევნოთ პოლიტიკური ასპარეზიდან ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრები. უახლოეს დღეებში შევიკრიბებით, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი რადიკალური ღონისძიებების შესახებ!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე „Facebook"-ზე.