logo_geo
eng_logo
ალეპოში ამბოხებულთა მხრიდან სარაკეტო იერიშებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
- +

31 ოქტომბერი. 2016. 14:06



გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი სიტუაციის გამო შოკირებულია. მისი თქმით, ის შეძრწუნებულია, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები სამიზნედ მშვიდობიან მოქალაქეებს ირჩევენ.



სტეფან დე მისტურას განცხადებით, უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ალეპოზე სარაკეტო შეტევების შედეგად დაღუპულია ათობით მოქალაქე. მისი თქმით, ასეთი თავდასხმა შესაძლოა, შეფასდეს სამხედრო დანაშულად.



28 ოქტომბერს მეამბოხეებმა სირიის არმიის ალყის გარღვევის მიზნით შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს. სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიშის დროს ამბოხებულბმა ქიმიური იარღიც გამოიყენეს. ამ ბრალდებას მეამბოხეების ლიდერები უარყოფენ.



აგვისტოდან მოყოლებული მეამბოხეები უკვე მეორედ ცდილობენ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის ბლოკადის გარღვევას. სირიის ქალაქ ალეპოსთვის ბრძოლა ხუთი წელია გრძელდება. ქალაქის ნაწილს ამბოხებულები, მეორე ნაწილს კი ხელისუფლება აკონტროლებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner