logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: სანდრა რულოვსი უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი
- +

31 ოქტომბერი. 2016. 14:41


 

ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის შესახებ საუბრობს. როგორც ახალკაცი აცხადებს, რულოვსი არასამთავრობო „გლობალ ფონდთან" ერთად კურირებდა საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას, რომელსაც მძაფრი უკუჩვენები ჰქონდა „ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებდა, აგიჟებდა პატიმრებს - თავებს იჩეხავდნენ".



„სანდრა რულოვსი არასამთავრობო „გლობალ ფონდთან" ერთად კურირებდა საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას. ამ ნაგავ პრეპარატებს უკუჩვენება ჰქონდა, სჯობდა, ტუბერკულოზით მომკვდარიყავი. ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებდა, აგიჟებდა პატიმრებს - თავებს იჩეხავდნენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ამ წამლების გამოყენება აკრძალული იყო. მაგრამ მათ იაფად შემოჰქონდათ და საკმაოდ დიდი მოგებაც რჩებოდათ.

 

ამ წამლებს იმ პატიმრებსაც ასმევდნენ, ვისაც ტუბერკულოზი არ ჰქონდა და შედეგებს აკვირდებოდნენ. აწყობდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო რეზიდენტული ფორმით, ანუ მძიმე ტუბერკულოზით დაავადებული.

 

ციხეში გარდაცვლი პატიმრები ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერში გადაჰყავდათ და იქ აფორმებდნენ, როგორც გარეთ გარდაცვლილს. სინამდვილეში ეს ადამიანები ციხეებშივე იღუპებოდნენ. ძალით მოკლეს 21 წლის ლევან იაკობიძე. სამწუხაროდ, ის ჯალათი ექიმები, რომლებმაც ლევანის ჩათვლით არაერთი ადამიანი გაისტუმრეს იმქვეყნად, დღესაც სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობენ.

 

სანდრა რულოვსს ხუდადოვის ტუბდისპანსერის მაშინდელი დირექტორების იაგორ კალანდაძისა და გია ხოჩინაშვილის ოჯახები არდადეგებზე ამერიკაში და სხვადასხვა ევროპულ კურორტზე დაჰყავდა. როგორ ფიქრობთ, რატომ? ერთი დიდი საქმე იყო, რომელშც სუყველანი იყვნენ ჩართული. ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერი იმის „გასათეთრებლად" სჭირდებოდათ, რაც სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ხდებოდა, სანდრას წინააღმდეგ ოქროს მოწმეები მყავს!

 

საერთო ჯამში სანდრა რულოვსი უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტისგან განსხავებით, ის ამ საქმეებში პირადად იყო ჩართული",- განაცხადა ახალკაცმა. 


 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner