ე.წ. რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ კირბალის მკვიდრი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
49 წლის ალექსი დოთიაშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდა.
დაკავებული ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.