logo_geo
eng_logo
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავეს
- +

31 ოქტომბერი. 2016. 14:49



ე.წ. რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ კირბალის მკვიდრი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


49 წლის ალექსი დოთიაშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდა.


დაკავებული ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner