logo_geo
eng_logo
1, 2 და 3 ნოემბერს „მოძრაობის თეატრში“ სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირი“ პრემიერა გაიმართება.
- +

31 ოქტომბერი. 2016. 15:07



1, 2 და 3 ნოემბერს,19:00 საათზე, „მოძრაობის თეატრში" სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირი"  პრემიერა გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.



სპექტაკლში, დარისპანის როლს, თურქი მსახიობი ნეჯათი ზენგინი შეასრულებს, რომელიც აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით ჩამოვა. აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სპექტაკლში მონაწილეობას ცნობილი ქართველი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილიც მიიღებს, იგი სპექტაკლში მართას როლს შეასრულებს.



ნეჯათი ზენგინის თბილისში ჩამოსვლას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და მასთან არსებული იუნუს ემრეს სახელობის კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner