UNIAN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში შევიდა.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSDC) გადაწყვეტილებით, სანქციები ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ე.წ. შავ სიაში 259 ფიზიკური და 46 იურიდიული პირი შედის.
ცნობილია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინის პრეზიდენტმა ე.წ. სანქციების „შავი სია" დაამტკიცა.
კერძოდ, აღნიშნულ სიაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, სენატორი ელენა მიზულინა, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ფრადკოვი, ბიზნესმენები გენადი ტიმჩენკო, იური კოვალჩუკი, ალექსეი მონდარშოვი და ნიკოლაი შამალოვი.
საერთო ჯამში, უკრაინამ ე.წ. შავ სიაში 682 პირი შეიყვანა. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა კომპანია „სბერბანკ ლიზინგს", ავტომწარმოებელ „კამაზს", ავიაკომპანია „Utair"-ს, „Unistream"-ს. ასევე „Rosoboronexport"-სა და კორპორაცია „Rostec"-ს.