ავტორი ნინო ჯიბუტი
„სწორედ წინა ხელისუფლებამ შემოიღო და ტრადიციად აქცია ასეთი ტიპის დანაშაულის ჩადენა", - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" საუბრისას ხათუნა ჟორდანია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტს.
„მგონია, რომ სათავე წინა ხელისუფლებიდან არის, საიდანაც საერთოდ ეს საშინელი დანაშაული დაიწყო. მათ ტრადიციასავით შემოიღეს, რომ ყველას იღებდნენ და ყველას უსმენდნენ. დუბლიკატები რომ არსებობს, ამაში ეჭვი არ მეპარება, რა თქმა უნდა, შენახული ექნებოდათ იმ ადამიანებს, ვისაც თავიდანვე წვდომა ჰქონდა ამ მასალებთან.
ამ ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მოხდენა სურთ. ამის აღსაკვეთად კი ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები უნდა მიიღოს ", - აცხადებს ჟორდანია.