logo_geo
eng_logo
ელენე ხოშტარია: ვაკე ნამდვილად წავაგე, ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა
- +

31 ოქტომბერი. 2016. 15:48



„ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაკემ ნდობა არ გამოუცხადა.



მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე. მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. ესე იგი, მე ვერ დაგარწმუნეთ რაღაცაში, მე ვერ მოგისმინეთ საკმარისად, ესე იგი, მე ჯერ არ ვიმსახურებ თქვენს ნდობას. მაგრამ მინდა, ხაზგასმით გითხრათ, მე ერთი წამი არ მოვშორდები იმ პრობლემებს, რაც ამდენი თვის განმავლობაში ვნახე. მე გვერდით დავუდგები ყველას, მიუხედავად იმისა, მომცეს ხმა თუ არა. კამპანიის დროს ბევრჯერ მითქვამს ამომრჩევლისთვის, რომ მე არჩევნების მერე არ გავქრები. ახლა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, წაგების მერეც არ გავქრები, გავაგრძელებ თქვენი ნდობის მოპოვებას და თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას, ვაკეში, წყნეთში, ახალდაბაში. ჩემს კონკრეტულ გეგმებს გაგაცნობთ ძალიან მალე", - წერს ელენე ხოშტარია.

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner