logo_geo
eng_logo
პარლამენტმა ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილებების საჯარო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია შექმნა
- +

18 მარტი. 2016. 16:02



პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის მიზნით საორგანიზაციო კომისია შექმნა. დადგენილების პროექტი 81 ხმით მიიღეს.


კომისია 15 წევრით დაკომპლექტდა. ისინი საზოგადოებას კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს წარუდგენენ.  


კომისიის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: მანანა კობახიძე (კომისიის თავმჯდომარე), გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე. კომისიის ფარგლებში იმუშავებენ კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რეჟისორი მერაბ თავაძე და თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ნანა ჭიღლაძე.


„არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნული თემით პოლიტიკური დივიდენდების მიღება, ხელოვნური დაპირისპირების შექმნა შეიძლება. ეს ყველას დააზიანებს და დააზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არ არის თემა, რომელზეც დივიდენდების დაგროვება შეიძლება, ეროვნულობის თუ ცრუეროვნულობის",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1 პუნქტი ამგვარი შინაარსით ჩამოყალიბდება - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner